ახალი ამბები

მზიურსა და ზოოპარკს შორის საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ – კალაძე

20 მაისი, 2020 • 1958
მზიურსა და ზოოპარკს შორის საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია გეგმავს, რომ მზიურის პარკი და ზოოპარკი ერთმანეთთან საფეხმავლო ხიდით დააკავშიროს.

კალაძემ დღევანდელ ბრიფიგნზე თქვა,რომ მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. რებილიტაციის ბოლო ეტაპზე კი უწყება აპირებს, რომ იქ მედიათეკა და ახალი ხიდი ააშენოს.

„ვამუშავებთ ერთ საინტერესო პროექტს – გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. ამაზეც მიდის უკვე მუშობა და მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ“, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი