ახალი ამბები

აპრილში საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა 94.5%-ით შემცირდა

20 მაისი, 2020 • 1012
აპრილში საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა 94.5%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 35 497 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის ამავე თვის მაჩვენებელზე 94.5%-ით ნაკლებია. მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყანაში შემოსული მოგზაურების რაოდენობით პირველ ადგილზე თურთქეია, 142019 ვიზიტით, მეორეზე სომხეთია, 8 018 ვიზიტით, მესამე და მეოთხე პოზიციას კი აზერბაიჯანი და რუსეთი ინაწილებენ.

გასული წლის აპრილში საქართველოს 647 770 მოგზაური ეწვია. მათი რაოდენობით რუსეთი ლიდერობდა, შემდგომ პოზიციებს კი აზერბაიჯანი და სომხეთი იკავებდნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მკვეთრი კლებაა არატურისტულ ვიზიტებსა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებში. პირველ შემთხვევაში, 98.8%-იანი ვარდნა შეინიშნება, მეორეში კი – 93.8%-იანი კლება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქვეყნის საზღვრები მიმდინარე წლის მარტში ჩაიკეტა.

7 მაისს სახელმწიფომ წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოიცავს ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის. 15 ივნისიდან უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება იგეგმება, 1-ელი ივლისიდან კი – სახმელეთო და საჰაერო ფრენების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ფაქტობრივი აღდგენა.

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი