ახალი ამბები

არჩევნები ლაკმუსის ტესტია საქართველოს ევროპული გზისთვის – გლუკსმანი

19 მაისი, 2020 • 783
არჩევნები ლაკმუსის ტესტია საქართველოს ევროპული გზისთვის – გლუკსმანი

“საქართველოს ხელისუფლებას ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ ეს არჩევნები ლაკმუსის ტესტია საქართველოს ევროპული გზისთვის”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან რაფაელ გლუკსმანმა, რომელსაც საქართველოში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი.

გლუკსმანის თქმით, 2020 წლის არჩევნები უნდა წარიმართოს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, პოლიტიკური აქტორებისა და მედიის მფლობელების სამართლებრივი დევნის გარეშე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ აქტიური მეთვალყურეობა საარჩევნო პროცესებზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი”, – განაცხადა გლუქსმანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის პროექტის განხილვისას.

სიტუაცია სასამართლოში შემაშფოთებელია – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი