ახალი ამბები

თურქეთში 4-დღიანი სრული კარანტინი გამოცხადდება

19 მაისი, 2020 • 1037
თურქეთში 4-დღიანი სრული კარანტინი გამოცხადდება

თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით 4-დღიანი კარანტინის გამოცხადებას გეგმავს. გადაწყვეტილება რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება, რა დროსაც მუსლიმები რამადანის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაახმიანა.

სრული კარანტინი ქვეყნის ყველა პროვინციაში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ამოქმედდება. ეს ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მიიღო.

ერდოღანის თქმით, “თურქეთი წარმატებით უმკლავდება ბრძოლას ვირუსთან” და არ განიცდის სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების დეფიციტს. სააგენტო Bianet-ის თანახმად, მან მოსახლეობა გააფრთხილა უფრო მკაცრი ზომების ამოქმედების შესახებ, თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბები კვლავ გაიზრდება.

პრეზიდენტის მიმართვიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 ქალაქს შორის დაწესებული მგზავრობის აკრძალვა კიდევ 15 დღით გახანგრძლივება, ქვეყანაში მოქმედი მეჩეთები კი 29 მაისიდან გაიხსნება.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ორშაბათს 1 158-ით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 31-ით.  ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 150 000 შემთხვევაა დადასტურებული,  დაღუპულთა რაოდენობა კი 4 171-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი