დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 702 შეადგინა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი გაიზარდა 24-ით. საქართველოში კორონავირუსისგან სულ 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი, 3787 კარანტინის რეჟიმშია, ხოლო 337- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება ტესტირებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ქვეყანაში სულ 40 711 პისიარ ტესტი ჩატარდა.