ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში COVID-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს

19 მაისი, 2020 • 962
აფხაზეთში COVID-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს

აფხაზეთში, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღე-ღამეში კორონავირუსის გამოსავლენად 88 ტესტი ჩაატარეს, საიდანაც ოთხ შემთხვევაში დადებითი პასუხი მიიღეს.

ოფიციალური ცნობითვე, ყველა პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, მთლიანობაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი, 84 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ქართული მხარე არ ენდობა, როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის სტატისტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი