ახალი ამბები

ბალტიის სამივე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე ვმუშაობთ – თურნავა

18 მაისი, 2020 • 1153
ბალტიის სამივე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე ვმუშაობთ – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ლატვიასთან, ლიეტვუასა და ესტონეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თურნავას თქმითვე, დღეს, 18 მაისს, ესაუბრა ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, რათა გაეგო, რამდენად სწრაფად შეუძლია ორ ქვეყანას ერთმანეთთან მიმოსვლა აღადგინოს.

„ტურისტული სეზონის გახსნისთვის ვემზადებით. პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე, ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე“, – ამბობს თურნავა.

7 მაისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ  პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარი გაიხსნება, ასევე ეტაპობრივად აღგება ავიამომისვლაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა წესები იმოქმედებს მოგზუარებისთვის საზღვარის კვეთისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი