ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხოლოდ პირბადით – სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა [ვიდეო]

18 მაისი, 2020 • 1057
მხოლოდ პირბადით – სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა [ვიდეო]

ვიდეოს ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


კორონავირუსის მზარდი გავრცელების მიუხედავად, დღეიდან, 18 მაისიდან სომხეთში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს გარკვეული რეგულაციები დაწესდა – ყველა მგზავრი და ტრანსპორტის მძღოლი ვალდებულია, პირბადე გაიკეთოს. ასევე, ავტობუსებში დამონტაჟებულია მოწყობილობები სადეზინფექციო ხსნარით.

დღევანდელი, 18 მაისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსი 351 ადამიანს დაუდასტურეს. შედეგად, ჯამში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 4823 გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი