ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკმა მობილბანკი განაახლა – გაიგე, რა სიახლეებია

20 მაისი, 2020 • 1417
საქართველოს ბანკმა მობილბანკი განაახლა – გაიგე, რა სიახლეებია

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტბანკით ონლაინ აქტივაცია  შესთავაზა.

[yellow_box]რით გაძლიერდა ახალი მობილბანკი?[/yellow_box]

სიახლე  საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით.

სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს.

ონლაინ აქტივაციის გასავლელად მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საერთაშორისო/ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება.

ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. სიახლე EID-ისთან თანამშრომლობით დაინერგა. ამ ფუნქციონალს წარმატებით იყენებენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან: Santander, Caixa Bank, ING, Orange Bank და ა.შ.

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითიც რომ, მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ.

[yellow_box]განახლებული და კიდევ უფრო მოქნილი მობილბანკი[/yellow_box]

კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და მუდმივადგანახლებადი მობილბანკი შექმნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიმარტივოთ ყოველდღიურობა! აპლიკაცია დაგეხმარებათ ისარგებლოთ სრული საბანკო მომსახურებით თქვენს მობილურში.

მობილბანკის სრული საბანკო მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ გაიარო ანგარიშის ონლაინ აქტივაცია მობილბანკითვე, შეუკვეთო ბარათი (ბარათის მომენტალურად სარგებლობისთვის შეგიძლია ციფრული ბარათის შეკვეთა) და მიიღო წვდომა შემდეგ ფუნქციონალებზე:

[yellow_box]რას გააკეთებ მობილბანკით?[/yellow_box]

  • გადაიხდი კომუნალურს სახლიდან გაუსვლელად
  • მიიღებ საერთაშორისო ფულად გზავნილს
  • შეუკვეთავ ბარათს უფასოდ

  • გახსნი ანაბარს მეტი სარგებლით
  • აიღებ სესხს საუკეთესო პირობებით
  • დააკონვერტირებ თანხას საუკეთესო კურსით
  • შეავსებ მობილურის ბალანსს წამებში

  • გადარიცხავ თანხას ანგარიშის ნომრით საქართველოსა და საზღვარგარეთ
  • ისარგებლებ პერსონალური ფინანსური მენეჯერის მომსახურებით
  • გადაცვლი დაგროვილ პლუს ქულებს სასურველ ნივთსა და მომსახურებაში.

 

ციფრული ბარათი

ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან,  გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში ონლაინშოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს.

ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე  დოლარის და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ბარათის ტიპი, იქნება ეს კლასიკი, გოლდი თუ სხვა, ასევე VISA თუ MasterCard-ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი