ახალი ამბები

20 მაისიდან ციხეებში ამანათის შეგზავნა ნებადართულია

18 მაისი, 2020 • 970
20 მაისიდან ციხეებში ამანათის შეგზავნა ნებადართულია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 20 ივნისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ყველ სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის- ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ.

სამსახურის ცნობით, ყველა ნივთი, გარდა საკვებისა, რომელიც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიეწოდება პენიტენციურ დაწესებულებას, გაივლის დეიზნფექციას. ამ პროცედურის შესასრულებლად სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფი ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დეზინფიცირების პროცესს სჭირდება გარკვეული დრო, რის გამოც ამანათის ადრესატამდე მიწოდებას შეიძლება რამდენიმე საათით მეტი დასჭირდეს, ვიდრე ეს ხდებოდა პანდემიამდე.

სამსახურის ცნობით, ეს არის პენიტენციურ დაწესებულებებში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი. შეზღუდვები კი პენიტენციურ დაწესებულებებში 5 მარტიდან მოქმდებს. გარდა ამანათების მიწოდებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით 5 მარტიდან შეჩერდა პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი