ახალი ამბები

უგულავა: “ევროპულ საქართველოსთან” სხვების კოალიცია წარმომიდგენია

18 მაისი, 2020 • 1272
უგულავა: “ევროპულ საქართველოსთან” სხვების კოალიცია წარმომიდგენია

“ევროპულ საქართველოსთან” სხვების კოალიცია წარმომიდგენია, – ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კითხვას, “ევროპული საქართველო” დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე, თუ კოალიციაში წარმოუდგენია.

უგულავას თქმით, ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციას და ერთსულოვნებას ფუნდამენტურ საკითხებში ალტერნატივა არა აქვს, აქედან გამომდინარე, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ამგვარად:

“30 მაჟორიტარი იქნება თუ 73, ივანიშვილი ამ კომპონენტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამიტომ ამის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა, ოპოზიციის შეჯერება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. ჩვენ მოგვწონს თუ არა, შევდივართ ახალ ეპოქაში და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანაა, რომ პროპორციულმა სისტემამ იმუშაოს. ამიტომ პარტიული მრავალფეროვნების ეპოქა დგება, ამიტომ პროპორციულ ნაწილში იქნება მრავალფეროვნება და მაჟორიტარულ ნაწილში იქნება შეთანხმება და კოორდინაცია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ოპოზიციის კოალიცია არარეალური მგონია – ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი