ახალი ამბები

17 მაისი: 12-ით გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში

17 მაისი, 2020 •
17 მაისი: 12-ით გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში

17 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 695-ს მიაღწია.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 425-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ბოლნისის რაიონიდან, 6 არის უკვე აღმოჩენილი შემთხვევების კონტაქტები, ხოლო 2 პაციენტი გამოავლინეს საკარანტინო სივრცეებში.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 3 822 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 360. დღევანდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 12 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი