საქართველოში, 16 მაისის 20:30 საათის მონაცემებით, COVID-19-ის კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
დღის განმავლობაში სულ ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 683-ს მიაღწია.
მათგან, 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში 3 822 ადამიანი იმყოფება, 360 ადამიანი კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.