ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ერთ დღეში Covid-19-ის 239 შემთხვევა დადასტურდა

16 მაისი, 2020 • 1132
სომხეთში ერთ დღეში Covid-19-ის 239 შემთხვევა დადასტურდა

16 მაისს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 239 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ჯამში ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე გამოვლინდა ინფიცირების 4283 შემთხვევა. მათგან 55 ადამიანი დაიღუპა, 1791 გამოჯანმრთელდა და 2415 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. ჩატარებულია 39 005 ტესტი.

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა.

შემთხვევების ყოველდღიური ზრდა სომხეთში. წყარო: სომხეთის NCDC/ვიკიპედია

239 შემთხვევა, რაც 16 მაისს დადასტურდა, ამ დროისთვის სომხეთში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზრდაა ერთი დღის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი