ახალი ამბები

პოლიციამ საგანგებოს დარღვევისთვის 24 საათში 93 პირი დააჯარიმა

16 მაისი, 2020 • 653
პოლიციამ საგანგებოს დარღვევისთვის 24 საათში 93 პირი დააჯარიმა

საქართველოს შიანგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი ჯარიმა 8 პირს დაეკისრა. ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევის 1 ახალი ფაქტიც გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი