ახალი ამბები

შსს-მ ოჯახის წევრებზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

16 მაისი, 2020 • 694
შსს-მ ოჯახის წევრებზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ადიგენში არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომარაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავისსაცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

​ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი