ახალი ამბები

24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 მაისი, 2020 • 992
24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 მაისის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაემატა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 677 შეადგინა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან 4 საკარანტინო ზონებში იმყოფებოდა 2 პაციენტის ინფიციირების წყაროს დასადგენად კი ეპიდემიოლოგები ამჟამად მუშაობენ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი ბოლო 24 საათში 26-ით გაიზარდა და მთლიანობაში განურნებულთა რაოდენობამ 419 შეადგინა.

ახალი კორონავირუსის შედეგად საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 873 ადამიანი რჩება, 393 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი