ახალი ამბები

გახარია: მზად ვარ პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად

15 მაისი, 2020 • 904
გახარია: მზად ვარ პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორიგ გახარია აცხადებს, რომ ის და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები მზად არიან, პარლამენტში მივიდნენ.

პრემიერმა დღეს, 15 მაისს გამართულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი ჩათვლის საჭიროდ, ის და მთავრობის სხვა წევრები მზად არიან, საგანგებო მდგომაროების პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე ანგარიში წარადგინონ:

“მე მესმის და მესმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები, მათ შორის, საინტერესო და აბსოლუტურად ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო ჩემი და მთავრობის მზაობა ნებისმიერი სახით, პარლამენტში მისვლით, მათ შორის. მე პირადად და მთავრობა მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ანგარიში”, – ამბობს გახარია.

მანამდე, მაისის დასაწყისში, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ითხოვდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრობა” და “ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაცის წესით იბარებდნენ. ოპოზიცია მთავორბის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი