ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტმა თბილისში მომსახურების ცენტრები დაამატა და სამუშაო საათები გაზარდა

15 მაისი, 2020 • 2952
სილქნეტმა თბილისში მომსახურების ცენტრები დაამატა და სამუშაო საათები გაზარდა

გლდანში, საბურთალოზე, ვარკეთილსა და  დიდუბეში სილქნეტის ოფისები ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო შაბათს 10:00-16:00 საათამდე.

აბონენტთა მომსახურების ოფისებში ერთდროულად მხოლოდ 2 პირი დაიშვება. კომპანიის შენობებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

კომპანია თხოვს მომხმარებლებს დაიცვან დისტანცია და იქონიონ პირბადე.

ამ ეტაპზე თბილისსა და რეგიონებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ემსახურებიან სერვის ცენტრები შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

ხიზანიშვილის #17
მეტრო “ვარკეთილი”ის ტერიტორია
ყაზბეგის გამზ. 14
თევდორე მღვდლის 46
ქუთაისი  – თამარ მეფის 22
ბათუმი – 26 მაისი 47

ამავე დროს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 2100100 ფიზიკური პირებისთვის და 2100200 ორგანიზაციებისთვის, სადაც შესაძლებელია, როგორც საინფორმაციო, ისე ტექნიკური მომსახურების მიღება.აქტიურია პორტალი mysilknet.co – რომელიც ერთგვარი ვირტუალური სერვის ცენტრია მომხმარებლებისთვის, სადაც საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს აბონენტი, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, პაკეტის აქტივაციას.მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet.

ბალანსის შესამოწმებლად მომხმარებელს შეუძლია კომბინაციით *100#ok მიიღოს ინფორმაცია, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვისთვის გამოიყენოს კომბინაცია *135#ok.

მომხმარებლების განკარგულებაშია ვებ გვერდი www.silknet.com; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და მესინჯერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი