ახალი ამბები

ტელესკოლას მალე დაემატება პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები — მინისტრი

15 მაისი, 2020 •
ტელესკოლას მალე დაემატება პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები — მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დისტანციური სწავლებისთვის შექმნილ პროექტ ტელესკოლას მალე დაემატება პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები, ამის შესახებ მან განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, დღეს, 15 მაისს განაცხადა.

„ახალი განზომილება დაემატება ტელესკოლას — უკვე რამდენიმე დღეში გაეშვება პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები. მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის და ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებ“, — აღნიშნა მან.

მიხეილ ჩხენკელმა დღეს ასევე მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და პროფესორებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში სასწავლო სემესტრის ჩაატრებისთვის.


„ტელესკოლა“ არის განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც დისტანციური სწავლებისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი