ახალი ამბები

კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

15 მაისი, 2020 • 2436
კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს და სარეგისტრაციო პორტალის დახმარებით, შეიყვანონ თავიანთი მონაცემები.

„პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქამებულებებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ ან უხელსაფო შვებულებაში იმყოფებიან, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ. მათ ავტომატურად დაერიცხებათ კომპენსაცია.

ხოლო თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან, 6 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადი უნდა შეავსონ.

ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები“, – ამბობს ბარკალაია.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარდგენა. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე კი აღნიშნული პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე. 

ვრცლად ინსტრუქციის შესახებ წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/273990/

ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან – პასუხი ყველა კითხვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი