უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 671 შეადგინდა. მათგან 15 შემთხვევა გუშინ ღამით, ბოლნისში დადასტურდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ დადასტურებული 15 შემთხვევის გარდა, ბოლნისში ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა და 19 ახალი შემთხვევიდან 17 ბოლნისში დაფიქსირდა.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა დამატებით 10 პაციენტი და ამ დროისთვის კლინიკები სულ 393-მა პაციენტმა დატოვა. 12 ადამიანი კი ამ დაავადებით გარდაიცვალა.
ამ დროის მონცემებით, 3873 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, 404-ს კი სტაციონარში აკვირდებიან.
განახლება: სტატიის გამოქვეყნების დროს, 15 მაისის 10:15 საათზე გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია განახლებული არ იყო, ის მოგვიანებით, 10:30 საათზე განახლდა რის შემდეგაც, ეს მონაცემი სტატიას დაემატა.