ახალი ამბები

18 მაისიდან ბოლნისში შეზღუდვები მკაცრდება, იკრძალება  შიდა გადაადგილებაც 

14 მაისი, 2020 • 2125
18 მაისიდან ბოლნისში შეზღუდვები მკაცრდება, იკრძალება  შიდა გადაადგილებაც 

მთავრობის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში 18 მაისიდან ზომები მკაცრდება და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ. 

ეს შეზღუდვები მთავრობის 14 მაისის დადგენილებით გავრცელდება საგანგებო მდგომარეობის ვადით, ანუ 22 მაისის ჩათვლით. 

აქამდე მსგავსი მკაცრი საკარანტინო ზომები ბოლნისის მხოლოდ ორ სოფელში იყო. 

მთავრობის დღევანდელი დადგენილებით: 

[checklist]

  • იკრძალება  ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა.
  • იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.
    [/checklist]

ეს შეზღუდვები არ ეხება:  

[checklist]

  • სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
  • სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას; [/checklist]

ასევე იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.  დადგენილებით,  სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით. 

 შეზღუდვები ეხება ეკონომიკურ საქმიანობასაც: 

ჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

[checklist]

  • -სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
  • ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

[/checklist]

14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცნობით, ყველაზე დიდი  ე.წ კლასტერი სწორედ ბოლნისისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი