სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.8 %-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით.
2020 წლის იანვარ-აპირლში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო იმპორტი- 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.