ახალი ამბები

საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათებზე საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

14 მაისი, 2020 •
საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათებზე საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ათავისუფლებს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

“კერძოდ, გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით” – აცხადებენ ტოლერანტობისა და მრავალდეროვნების ინსტიტუტში, რომელიც თბილისის თვისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან ერთად, მოსარჩელეთა ინტერესებს იცავს.

TDI ასევე აღნიშავს, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა რელიგიური ოგანიზაციებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი