პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.
“დღეის მდგომარეობით Covid-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. სამწუხაროდ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი გარდაცვლილი გვყვავს. ის 81 წლის იყო”,-ამბობს პრემიერი.
14 მაისის 11:09 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსისგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 246 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 394 ადამიანია.