14 მაისის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ შემთხვევების რაოდენობამ 652 შეადგინა.
აქედან გამოჯანმრთელდა 383 პაციენტი, მათგან უკანასკნელ 24 საათში- 11. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ამჟამად საკარანტინო ზონაში 4246 ადამიანი იმყოფება, 394 კი სტაციონარული ეთვალყურეობის ქვეშაა.