აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სასჯელაღსრულების მე-13 დაწესებულებაში 33 პატიმარს დაუდასტურდა Covid-19.
სამინისტროს თანახმადვე, ინფიცირებულები იზოლირებული არიან სხვა მსჯავრდებულებისგან და მიმდინარეობს მათი მკურნალობა.
„პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება დეზინფექცია“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურმა 12 მაისს. ინფიცირების წყაროს შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო ოფიციალური ცნობებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2758 შემთხვევაა დადასტურებული; 35 ადამიანი გარდაიცვალა, 1789 გამოჯანმრთელდა, დარჩენილი 934 კი მკურნალობას აგრძელებს. მათგან 30 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.