ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ესაუბრა – ადმინისტრაცია

13 მაისი, 2020 • 1374
სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ესაუბრა – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი კორონავირუსის პანდემიას, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხო. გარდა ამისა:

„საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.

რომის პაპი 14 მაისს ლოცვას აღავლენს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი