ახალი ამბები

მიმდინარეობს მსჯელობა – NCDC საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

13 მაისი, 2020 • 1976
მიმდინარეობს მსჯელობა – NCDC საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ( NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობს.

გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრია და :

„იქ მუდმივად მიმდინარეობს ბევრ საკითზე მსჯელობა.. ტრანსპორტის ამუშავება, ეს გახლავთ [ადამიანების] მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება, რაც ინფექციისთვის ზრდისთვის მომატებული რისკია, ამიტომ, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ამას მიეძღვნება მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით კი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება – ის მინიმალური დატვირთვით იმუშავებს – „რაც მოქალაქეების შეზღუდული რაოდენობით ყოფნას გულისხმობს და ასევე, პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას“.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.  17 აპრილიდან კი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აიკრძალა. ეს აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა.


ბოლო მონაცემები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4461
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი