ახალი ამბები

28 წლის სუმოს მოჭიდავე კორონავირუსით გარდაიცვალა

13 მაისი, 2020 • 790
28 წლის სუმოს მოჭიდავე კორონავირუსით გარდაიცვალა

იაპონიაში 28 წლის სუმოისტი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც The Guardian წერს იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოჭიდავის გარდაცვალება ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

გარდაცვლილი სპორტსმენი შობუშის სახელით იყო ცნობილი, თუმცა რეალურად კიოტა სუეტაკე ერქვა. ამ დროისთვის შობუში Covid-19-ით გარდაცვლილი პირველი სუმოისტია. იაპონიის სუმოს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ნიშნები, კონკრეტულად კი ტემპერატურა, გარდაცვლილ სპორტსმენს 4 აპრილს გამოუვლინდა, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა ან კორონავირუსზე ტესტის გაკეთება მაშინვე ვერ მოხერხდა და ის მხოლოდ სიმპტომების გართულების შემდეგ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. 19 აპრილამდე ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. ასოციაციის ცნობითვე, ახალგაზრდა სპორტსმენს დიაბეტი ჰქონდა.

“მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რა რთულია, თვეზე მეტხანს სიკვდილს ებრძოდე, თუმცა მოჭიდავემ ეს მამაცურად აიტანა და დაავადებას სიკვდილამდე ებრძოდა. ახლა მხოლოდ მინდა მშვიდად განისვენოს”,-განაცხადა სუმოს ასოციაციის ხელმძღვანელმა ჰაკაკუმ. შობუშის სუმოს კარიერა პროფესიულ დონეზე 2007 წლიდან დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი