ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5.5%-ით შემცირდება EBRD-ის პროგნოზით

13 მაისი, 2020 • 794
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5.5%-ით შემცირდება EBRD-ის პროგნოზით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. EBRD-ის ცნობითვე, პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი იქნება, რაც გავლენას ეკონომიკის სხვა დარგებზეც იქონიებს.

EBRD პროგნოზითვე, 2021 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ზრდას დაიწყებს და, ჯამში, 5.5%-ით გაიზრდება.

“2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის ეკონომიკური გავლენის გამო, საქართველო მშპ-ის 5.5 პროცენტით ვარდნას განიცდის – აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლეს მაკროეკონომიკურ პროგნოზში. ბანკი მოელის, რომ 2021 წელს ქვეყანაში მოხდება სწრაფი აღდგენა მშპ-ის 5.5% ზრდით.

სტუმართმასპინძლობის სექტორი მძიმედ დაზარალდება, რადგან ქვეყნები აკავებენ კორონავირუსის გავრცელებას და კრძალავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას. ტურიზმის შემოსავლები კი, ჩვეულებრივ, მშპ-ს თითქმის მეხუთედს შეადგენს. შესაბამისად, უარყოფითი გავლენა ფართოდ გავრცელდება არაერთ სექტორზე“. აღდგენა დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით ზომების თანდათანობით შემცირებაზე, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება და წლის მეორე ნახევარში ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება”, – წერია ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი