ახალი ამბები

მოამზადეთ კანონპროექტები, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს – თალაკვაძე

13 მაისი, 2020 • 1170
მოამზადეთ კანონპროექტები, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარეებს მოუწოდა, მოამზადონ კანონპროექტები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

“მინდა კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვოთ, მომდევნო სხდომებზე განსახილველად მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება, თუნდაც ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყოს ხელი. ვიცი, რომ კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამაზე. გთხოვთ, რომ მომდევნო სხდომების სამუშაო პროცესი ზუსტად ამ კონტექსტში გავიაზროთ, თუ რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ფუნქციების და სამუშაო ადგილების აღდგენას, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, – განაცხადა თალკავაძემ 13 მაისის ბიუროს სხდომაზე.

მომდევნო პლენარულ სხდომაზე პარლამენტი სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პენსიის ზრდას და ინდექსაციას ითვალისწინებს. ასევე, პარლამენტი მიიღებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშია მომზადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი