ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 647 შეადგინა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, რაც გუშინდელი დილის მონაცემზე 23-ით მეტია.
COVID-19-ის ინფექციის შედეგად საქართველოში 11 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის, Stopcov.ge-ს მიხედვით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4 373 ადამიანი იმყოფება, 386 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.