ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში Covid-19-ის კიდევ 3 შემთხვევა დაადასტურეს

12 მაისი, 2020 • 1153
აფხაზეთში Covid-19-ის კიდევ 3 შემთხვევა დაადასტურეს

12 მაისს აფხაზეთში ოფიციალურად კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი აფხაზური ოპერატიული შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათში 39 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება და მათგან 3-ს დაუდასტურდა ვირუსი. მათ გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანენ.

ოპერატიული შტაბის თანახმად, ეს ინფიცირებულები არიან რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული კადეტები.

12 მაისისთვის Covid-19-ის აქტიური შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 10-ს შეადგენს; ერთ-ერთი ინფიცირებული, 95 წლის მოქალაქე, გარდაიცვალა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ოპერატიული შტაბის ცნობებით, კარანტინში იმყოფება 256 ადამიანი, რომელთაგანაც 216 რუსეთიდან ჩამოსული კადეტია.

ქართული მხარე სოხუმსა და ცხინვალში წარმოებულ სტატისტიკას არ ენდობა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

ცხინვალის უარი WHO-ს დახმარებაზე – Covid-19 ცხინვალში [ანგარიში]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი