ახალი ამბები

12 მაისი: 24 საათში COVID-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 32

12 მაისი, 2020 • 1665
12 მაისი: 24 საათში COVID-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 32

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 639 შეადგინა. მათგან ქვეყანაში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც გუშინდელ მონაცემებზე 32-ით მეტია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ პაციენტს 4 კონტაქტი ჰყავს, რომლებსაც ვირუსზე განმეორებით იკვლევენ. მისი ინფიცირების წყარო უცნობია და ის საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს.

ახალი კორონავირუსის შედეგად საქართველოში 11 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის, Stopcov.გე-ს მიხედვით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4769 ადამიანი იმყოფება, 414-ს კი სტაციონარში აკვირდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი