ახალი ამბები

ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო სიაზე – სამინისტრო | Covid-19

11 მაისი, 2020 •
ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო სიაზე – სამინისტრო | Covid-19

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის სარეზერვო სიის ფორმირება მიმდინარეობს.

„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული პანდემიის მართვისთვის სამინისტროში მიმდინარეობს ექიმების, ექთნების, ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების სარეზერვო სიის ფორმირება, საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებებში და საკარანტინე სივრცეებში შემდგომი დასაქმების მიზნით“, – წერია 11 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო დაინტერესებულ პირებს თავიანთი მონაცემების გაგზავნისკენ მოუწოდებს:

„დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი მონაცემები: ავტობიოგრაფია (CV) და ტელეფონის ნომერი (დასაქმებითვის ხელსაყრელი მუნიციპალიტეტის მითითებით) გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე ➡️medpersonnel@moh.gov.ge“


11 მაისის დილის მონაცემებით, Covid-19-ის სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4769
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი