ახალი ამბები

კორონავირუსით მე-11 პაციენტი დაიღუპა

11 მაისი, 2020 • 1280
კორონავირუსით მე-11 პაციენტი დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი დაიღუპა. ინფორმაცია სამთავრობო stopcov.ge-ზე განახლდა.

პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

გარდაცვლილი, 81 წლის მამაკაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4769
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი