ახალი ამბები

ირანში წვრთნებისას ერთმა ხომალდმა მეორეს რაკეტა მოარტყა, დაიღუპა 19 ირანელი მეზღვაური

11 მაისი, 2020 • 1342
ირანში წვრთნებისას ერთმა ხომალდმა მეორეს რაკეტა მოარტყა, დაიღუპა 19 ირანელი მეზღვაური

ომანის ყურეში “მეგობრული ცეცხლის” ინციდენტის შედეგად 19 ირანელი მეზღვაური დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ირანული მედიის ცნობით, შემთხვევა კვირას, 10 მაისს მოხდა.

ინციდენტში, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სამხედრო წვრთნის დროს დაფიქსირდა, ორი ირანული საზღვაო ხომალდი მონაწილეობდა. ერთ-ერთიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა ხომალდს, რომელიც, ცნობების თანახმად, არასაკმარისად იყო დაშორებული სამიზნისგან.

ირანული საზღვაო ძალების წვრთნები აღნიშნულ ტერიტორიაზე რეგულარულად მიმდინარეობს.

“გარდიანის” თანახმად, ირანის სახელმწიფო მედია იშვიათად აშუქებს წვრთნებისას მომხდარ ინციდენტებს. 10 მაისის შემთხვევის შედარებით ფართო გაშუქება კი მის სერიოზულობასა და სიმძიმეზე მიანიშნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი