ახალი ამბები

ბოლო 24 საათში საგანგებოს წესების დარღვევის გამო 153 ფაქტი გამოვლინდა – შსს

11 მაისი, 2020 • 931
ბოლო 24 საათში საგანგებოს წესების დარღვევის გამო 153 ფაქტი გამოვლინდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ა.ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების თქმით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დაჯარიმდა, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ამასთანავე, შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს, ხოლო საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 37 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 37 მოქალაქე დააჯარიმეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით

მასალების გადაბეჭდვის წესი