11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამივე პაციენტი თეთრიწყაროდანაა.
მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ 639 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 317, ხოლო გარდაიცვალა 10.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.