ახალი ამბები

“ჯერ არ დასრულებულა” – სამხრეთ კორეაში ვირუსის 34 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს

10 მაისი, 2020 • 830
“ჯერ არ დასრულებულა” – სამხრეთ კორეაში ვირუსის 34 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს

სამხრეთ კორეაში  ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს, რაც ქვეყნისთვის 9 აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყნის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა განაცხადა, რომ ეპიდემია დასრულებული არ არის და ახალი კლასტერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვირუსი ნებისმიერ დროს შეიძლება გავრცელდეს. ახალ კლასტერს ღამის კლუბს უკავშირებენ, რის გამოც სეულში ყველა ღამის გასართობი დაწესებულება დროებით დახურეს.

ამასთან, როიტერის ცნობით, მთავრობა დაფირდება გახსნას თუ არა სკოლები 13 მაისს, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

“არასდროს უნდა მოვასუსტოთ დაცვა ეპიდემიის პრევენციასთან დაკავშირებით. ჩვენ ხანგრძლივ ომში ვიმყოფებით”, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და მოსახლეობას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების დაცვისაკენ მოუწოდა მაშინაც კი, როცა სიტუაცია დასტაბილურდება.

სამხრეთ კორეაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ჩინეთს გარეთ, სადაც ვირუსი გავრცელდა, სულ 11 ათასამდე რეგისტრირებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 256 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი