ახალი ამბები

ფაუჩი, CDC-ის ხელმძღვანელი და FDA-ის კომისარი თვითიზოლაციაში არიან

10 მაისი, 2020 • 998
ფაუჩი, CDC-ის ხელმძღვანელი და FDA-ის კომისარი თვითიზოლაციაში არიან

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თეთრი სახლის ჯგუფის 3 წევრი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია გარდიანი ავრცელებს.

თვითიზოლაციაში არიან:

  • ენტონი ფაუჩი – ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტიტის ხელმძღვანელი,
  • რობერტ რედფილდი – დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი
  • სტეფან ჰანი – წამლისა და სკავების ადმინისტრაციის (FDA) კომისარი

თვითიზოლაციის მიზეზი ისაა, რომ თეთრი სახლის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

ფაუჩის ინსტიტუმა განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ტესტმა კოვიდ-დადებითი არ აჩვენა, თუმცა ფაუჩი რეგულარულ ტესტირებას გააგრძელებს. ამავე ინსტიტუტის ცნობით, ფაუჩის ინფიცირების რისკი დაბალია, რადგან მას ინფიცირებულთან მცირე კონტაქტი ჰქონდა. ის მუშაობას გააგრძელებს სახლიდან, ასევე ჩაერთვება ტელევიზიებს და საჭიროებისამებრ მივა თეთრ სახლშიც, უსაფრთხოების ნორმების დაცვით

მასალების გადაბეჭდვის წესი