ახალი ამბები

მაიკ პენსის პრეს-სპიკერს COVID-19 დაუდასტურდა

8 მაისი, 2020 • 1228
მაიკ პენსის პრეს-სპიკერს COVID-19 დაუდასტურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრეს-სპიკერს, კეტი მილერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

„გარდიანის“ ცნობით, ტრამპი აცხადებს, რომ მილერი ტესტირებას დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა და შედეგი ნეგატიური იყო, თუმცა დღეს გაკეთებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მილერს კორონავირუსი პრესის წარმომადგენლისგან გადაედო.

გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ მილერს ჰქონდა კონტაქტი ვიცე-პრეზიდენტ პენსთან.

ამასთან ერთად, კეტი მილერის მეუღლე — სტიფენ მილერი თავად ტრამპის მრჩეველია.

აქამდე, კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის პერსონალურ მსახურს. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას დაიწყებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი