ახალი ამბები

ტრამპი ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას აპირებს

8 მაისი, 2020 • 1078
ტრამპი ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალში აპირებს, კორონავირუსის ანტისხეულებზე ტესტი გაიკეთოს. ამის შესახებ მან Fox News-ის გადაცემა Fox & Friends-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გავიკეთებ. ვინ იცის, ზოგ ადამიანს ის [კორონავირუსი] ჰქონდა და არც კი იცოდა, რომ აქვს“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც NBC News იუწყება, ტრამპს ჰქონდა კონტაქტი რამდენიმე პირთან, ვისაც კორონავირუსი დაუდგინა.

მარტში ტრამპი ხვდებოდა ბრაზილიელ ოფიციალურ პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო ხუთშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ტრამპის პერსონალური მსახური, რომელიც თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში [სადაც თავად პრეზიდენტი ბინადრობს] მუშაობს და სხვა ყველაფერთან ერთად, ტრამპისთვის საკვებიც მიაქვს, კორონავირუსითაა დაავადებული.

ანტისხეულების ტესტი იძლევა ინფორმაციას, გამოიმუშავა თუ არა ადამიანის იმუნურმა სისტემამ ანტისხეულები ამა თუ იმ ინფექციისთან ბრძოლისთვის. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ანტისხეულები დ,ა შესაბამისად, რაღაც მომენტში ვირუსიც ჰქონდა. ნეგატიური შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანს არც ანტისხეულები აქვს და არც ვირუსი ჰქონია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი