ახალი ამბები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის $3 მლნ გამოყო – ელჩი

8 მაისი, 2020 •
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის $3 მლნ გამოყო – ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოს 3 მლნ აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.

“აშშ  აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტორილის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის Covid-19 რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან აშშ-ის დაავადებათა კონტორლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიითვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში”,-განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი