ახალი ამბები

აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს აჩუქებს

8 მაისი, 2020 • 2102
აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს აჩუქებს

აშშ საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალს აჩუქებს. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს დახმარება გაეწია პროგრამის “სურსათი პროგრესისთვის” ფარგლებში:

“დღეს მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი პროგრამის “სურსათი პროგრესისთვის”ფარგლებში საქართველოს აჩუქებს 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს საქართველოს პანდემიის დროს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს მარცვლეულისა და ხორბლის ექსპორტი, აშშ ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლით უზრუნველყოფაში.”

ამას გარდა, ელჩი ამბობს, რომ აშშ საქართველოს დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც. საუბარია მცირე გრანტების პროგრამაზე, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას ითვალისიწნებს.

“მაისის ბოლომდე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, მთლიანობაში, 400 ათასი დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში ხორცის, რძის პროდუქტისა და ფერმერთა სექტორის მხარდაჭერა და სურსათის სტანდარტების გაუმჯობესება”,-აცხადებს ელჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი