“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა – მან შემსვლელ მოქალაქეებს სიცხე გაუზომა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ კანცელარიის შენობაში შემსვლელებს თერმოსკრინინგი არ უტარდებოდათ.
ჯაფარიძე და მისი დამხმარე, თეთრი ხალათებითა და პირბადეებით, დღეს, დილის 9 საათისთვის, შენობის შესასვლელთან იმყოფებოდნენ და შენობაში შემსველელი მოქალაქეების ტემპერატურის გასინჯვის შემდეგ მონაცემებს იწერდნენ.
“შევამოწმეთ და ვნახეთ, რომ ამ შენობაში ვინც შედის, არ უტარდებათ თერმოსკრინინგი და გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ. ვაკეთებთ აღრიცხვასაც და სტატისტიკას გადავუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“გირჩის” ლიდერი აკრიტიკებს საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ხელისუფლებას შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
თერმოსმრიმინგი
Posted by Zurab Girchi Japaridze on Thursday, May 7, 2020