ახალი ამბები

მთაწმინდის ფერდობის აღდგენაზე მერიამ “ფონდ ქართუსთან” მემორანდუმი გააფორმა

8 მაისი, 2020 • 1583
მთაწმინდის ფერდობის აღდგენაზე მერიამ “ფონდ ქართუსთან” მემორანდუმი გააფორმა

თბილისის მერიამ მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში “ფონდ ქართუსთან” მემორანდუმი გააფრომა. პროექტი 16 მილიონი ლარი ჯდება და  700 ჰექტარ ფართობზე ტყის ლანდშაფტის ენდემური ჯიშებით ჩანაცვლებას გულისხმობს:

“ფონდ ქართუსთან” შეთანხმების ფაგლებში თბილისის მერია იწყებს მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ათეულობით წლის წინ დარგული ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია და საჭიროებს ჩანაცვლებას. ეს შეთანხმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის ოთხსეზონიანად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახის საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს” – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ამჟამად პროექტის გნახორიცლეებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ლანდშაფტის ჩანაცვლების იდეით პირველად “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 2019 წლის ნოემბერში.

ივანიშვილი აცხადებდა, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს. როგორც ივანიშვილი ამბობდა, 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბევრი ისეთი ხე დაირგო, რომელიც არსებული კლიმატური პირობებისა და ნიადაგისთვის შუუსაბამო იყო. ამის გამო, ივანიშვილის თქმით, მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება.

ვრცლად, თუ რა გეგმები ჰოქნდა ივანიშვილს მთაწმინდის ფერდობთან დაკავშირებით, წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:

ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე “დაავადებული ხეების კავკასიური ჯიშებით” ჩანაცვლებას გეგმავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი