ახალი ამბები

როგორ შეძლებენ კლინიკები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენას

8 მაისი, 2020 • 1547
როგორ შეძლებენ კლინიკები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენას

სტომატოლოგიურ კლინიკებმა, რომელთაც გეგმური მომსახურეობის აღდგენა სურთ, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ.

როგორც ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ დღეს, 8 მაისს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, განაცხადის ფორმა დღის ბოლოს სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. განაცხადების მიღების შემდეგ აღნიშნული უწყება სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას უკვე 11 მაისიდან დაიწყებს.

“მთავრობის მიერ დააანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმური სტომატოლოგიური მომსახუორების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერზე (rama.moh.gov.ge) სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები გამოქვეყნდება, რომლებსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებებდნენ.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა განაცხადი უნდა შეავსონ და სააგენტოს ელ-ფოსტაზე (dent@moh.gov.ge) გამოაგზავნონ. 11 მაისიდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს დაიწყებს”, – აცხადებს კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი